"იუვენტუსი" ემერსონით დაინტერესდა

იტალიის ეროვნული ნაკრების და "ჩელსის" მარცხენა გარემარბმა ემერსონმა შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. როგორც Calciomercato იუწყება, ტურინელები ლონდონელებს უკვე დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებები დაწყებულია.

"იუვენტუსს" სურს ემერსონი იანვარში იჯარის წესით დაიმატოს და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვოს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს მოითხოვს "ჩელსი" ფეხბურთელის სანაცვლოდ. ემერსონი ინგლისურ გუნდში 2018 წელს "რომადან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელმა 15 მატჩი ჩაატარა. ემერსონის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.