თაყვანისმცემლები ადელს სიგამხდრის გამო აკრიტიკებენ

თაყვანისმცემლები ადელს სიგამხდრის გამო აკრიტიკებენ

მომღერალი ადელი კარიბის ზღვაში, ანგილიას კუნძულზე, 25 წლის მომღერალთან, ჰარი სტაილსთან ერთად ისვენებს. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოცემა TMZ-ში გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, 31 წლის ადელმა პირადი მწვრთნელი ჯო უიქსი დაიქირავა, რომელთან მუშაობის შედეგადაც ბრიტანელმა მომღერალმა 10 კილოგრამი დაიკლო. თუმცა ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ადელის თაყვანისმცემლებმა მომღერალი სიგამხდრის გამო გააკრიტიკეს.