მომღერალი პინკი ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვის 500 ათას დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ The Independent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მომღერალმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. „სრულად განადგურებული ვარ იმით, რაც ახლა ავსტრალიაში საზარელი ტყის ხანძრების გამო ხდება. ადგილობრის სახანძრო განყოფილებებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან 500 ათას დოლარს ვურიცხავ“, - დაწერა პინკმა.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. სტიქიის გამო 5 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.