ბრიტანელ მომღერალს როდ სტიუარტს სასტუმროს დაცვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. ბრიტანელ ვარსკვლავს შესაბამისი ბრალი უკვე წაუყენეს.
France24-ის ცნობით, შემთხვევა ბავშვთა წვეულების დროს ფლორიდაში მოხდა.
74 წლის მომღერალი Palm Beach-ზე, სასტუმროში ოჯახთან ერთად ისვენებდა, როდესაც ამავე ტერიტორიაზე, ბავშვთა წვეულებაზე დასწრება გადაწყვიტა, თუმცა არ შეუშვეს. პოლიციის ცნობით, ღონისძიებაზე შესვლას სტიუარტი 39 წლის შვილთან ერთად ცდილობდა.
დანაშული ჯარიმით ისჯება, სასამართლო 5 თებერვალს გაიმართება.