მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო არგენტინელ მოდელთან და მომღერალთან, კამილა მორონესთან ერთად კარიბის ზღვაზე, სენ-ბართელმის კუნძულზე ისვენებს.
ოსკაროსანი მსახიობის და მისი მეგობარი ქალის დასვენების ამსახველი ფოტოები გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.
45 წლის დიკაპრიოს და 22 წლის მორონეს ურთიერთობა ორი წლის წინ დაიწყო. მანამდე, 2005-2010 წლებში დიკაპრიო მოდელ ბარ რეფაელის ხვდებოდა.