კამერონ დიასს გოგო გაუჩნდა

კამერონ დიასს გოგო გაუჩნდა

ამერიკელ მსახიობ კამერონ დიასსა და მუსიკოს ბენჯი მედენს გოგო გაუჩნდათ. ამის შესახებ დიასმა Instagram-ზე დაწერა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ახალშობილს რადიქს მედენი დაარქვეს. წყვილი არ აპირებს ჩვილის ფოტოების გაზიარებას, რადგან გოგო ჯერ ძალიან პატარაა. დიასის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია რომ ახალი დეკადა სწორედ იმით დაიწყო, რომ ხალხს მისი პატარას დაბადება ამცნო.

47 წლის კამერონი და 40 წლის ბენჯი 5 წელია, რაც ერთად არიან. ოჯახის გამო, 45 წლის კამერონ დიასმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა.