აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ სტერნი 78 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი ავრცელებს.
რამდენიმე კვირის წინ სტერნი თავის ტვინში სისხლჩაქცევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტერნი NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერი იყო. ის ასოციაციას ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, 1984-2014 წლებში ხელმძღვანელობდა.
სტერნის გარდაცვალებას გამოეხმაურა ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანიც.
„დევიდ სტერნის გარეშე NBA ვერ გახდებოდა ისეთი, როგორიც დღესაა. მან ასოციაცია რთულ დროს ჩაიბარა და საერთაშორისო ფენომენად აქცია“, - განაცხადა ჯორდანმა.