ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი უეინ რუნი ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა და „დერბი ქაუნთის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
ინგლისის რიგით მეორე დივიზიონის მატჩში „დერბიმ“ „ბარნსლი“ 2:1 დაამარცხა, რუნიმ კი 45-ე წუთზე თავის აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
34 წლის რუნი ინგლისის პრემიერლიგაში „ევერტონის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, 2018 წელს კი აშშ-ში, „დი სი იუნაიტედში“ გადავიდა.