შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. 38 წლის ფეხბურთელს საფეხბურთო განყოფილების ხელმძღვანელი ზვონიმირ ბობანი დახვდა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. კლუბის ოფიციალურ Fაცებოოკ გვერდზე იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას არაერთი ვიდეო მიუძღვნეს.
იბრაჰიმოვიჩი მილანელენს უკვე წარუდგუნეს, მან 6-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის განახლებაც მისივე მიზნებიდან გამომდინარე შეუძლია.
„ყოველთვის ვამბობდი, ეს ჩემი სახლია“, - თქვა ფეხბურთელმა მილანში ჩასვლის შემდეგ.
შვედმა „მილანში“ უკვე პირველი გოლიც გაიტანა. მეექვსე დივიზიონის „როდენსეს“ წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი „მილანმა“ ანგარიშით 9:0 მოიგო.
ლოს-ანჯელეს გალაქსისთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იბრაჰიმოვიჩს თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა. ამერიკული კლუბის ბოლო სეზონის 31 მატჩში კი 31 გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა.