გამოცემა „New York Post”-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კინორეჟისორი ბრეტ მორგენი ახალი დოკუმენტური სურათის გადაღებას დაიწყებს.
სურათი ცნობილი მუსიკოსი კურტ კობეინის მოღვაწეობასა და ცხოვრებას განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია ამ ფილმის სავარაუდო დასახელება და მსოფლიოს კინოეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი.
სურათის სცენარი მუსიკოსის ქვრივს კორტნი ლავს ეკუთვნის. ქალბატონმა კორტნიმ მეუღლის ავტობიოგრაფიაზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო. წიგნი გასულ წელს დაასრულა და მორგენს მის მიხედვით დოკუმენტური სურათის გადაღება შესთავაზა.
საინტერესოა, რომ ბრეტ მორგენის ბოლო ნამუშევარი დოკუმენტური ფილმი „Crossfire Hurricane” გახლავთ. სურათი ჯგუფი „The Rolling Stones”-ის ბიოგრაფიას ეხება. ამ ფილმის ჩვენება რამდენიმე დღის წინ, სატელევიზიო არხზე HBO განხორციელდა.