მსახიობი შერონ სტოუნი გაცნობის აპლიკაცია Bumble-ში დაბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„შევედი Bumble-ზე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი გვერდი დაბლოკილია. ზოგიერთმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ ეს ყალბი გვერდი იყო“, - დაწერა 62 წლის მსახიობმა Twitter-ზე და სამაჭანკლო აპლიკაციის ადმინისტრაციას გვერდზე წვდომის აღდგენა სთხოვა.
Bumble-ის ადმინისტრაციამ მსახიობს ბოდიში მოუხადა და გვერდზე წვდომა აღუდგინა.
აპლიკაცია Bumble სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან იმით განსხვავდება, რომ ურთიერთობის დაწყება და პირველი შეტყობინების გაგზავნა მხოლოდ ქალს შეუძლია. კომპანიის დამფუძნებლის, უიტნი ვულფ ჰერდის განცხადებით, როდესაც საზოგადოებაში მოძრაობა MeToo დაიწყო, მან ქალების გამხნევება და მათთვის პირველი ნაბიჯის გადადგმის უფლების მინიჭება გადაწყვიტა.