კანადაში რესტორან Deep Cove Chalet-ის მეპატრონემ, პიერ კოფელმა პრინცი ჰარის და მეგან მარკლის მიღებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Insider-ი ავრცელებს.
კოფელის მეუღლის, ბევ კოფელის განცხადებით, ჰარიმ და მეგანმა მათ რესტორანში ვახშმობა გადაწყვიტეს და მაგიდის დასაჯავშნად დაცვის წევრები გაგზავნეს. თუმცა რესტორნის მფლობელმა სტუმრების ვინაობის დადგენის შემდეგ მათ მიღებაზე უარი თქვა.
ჰარიმ და მეგანმა პიერ კოფელს პირადადაც დაურეკეს, თუმცა რესტორნის მფლობელს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. პიერ კოფელის განცხადებით, უარი განპირობებული იყო იმით, რომ მას რესტორანში უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველყოფა არ შეეძლო.