კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუ მედიასთან მოჰყვა თუ რას გეგმავს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ.
Goal.com-ის ცნობით, პორტუგალიელი იმედოვნებს, რომ 50 წელზე მეტს მაინც იცოცხლებს. შეეცდება გაიგოს ბევრი სიახლე და ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გამოტყდა, რომ მას კინოში გადაღება სურს.
34 წლის რონალდუ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელია. ასევე ხუთჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ასევე ინგლისის, ესპანეთის და იტალიის ჩემპიონატები.