საფეხბურთო კლუბმა „მონაკომ“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლეონარდუ ჟარდიმი გაათავისუფლა და მის შემცვლელად ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი რობერტ მორენო დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მონეგასკური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
42 წლის მორენოსთან დადებული ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება. კლუბმა მადლობა გადაუხადა ჟარდიმს გასულ სეზონში ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის.
რობერტ მორენო ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც შვილის ავადმყოფობის გამო ეს თანამდებობა ლუის ენრიკემ დატოვა. მანამდე მორენო ენრიკეს ასისტენტად „რომაში“, „სელტაში“ და „ბარსელონაში“ მუშაობდა.