გასული საუკუნის როკ–მუსიკის ლეგენდის – ბობ დილანის სიმღერის – “The times are A-Changing“ ტექსტის ორიგინალს ნიუ-იორკის აუქციონზე 300 ათას დოლარად გაყიდიან. ამ ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ესოშეიტედ პრესი“ ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, ცნობილი მუსიკოსების ხელნაწერებით, აუქციონები ინტერესდებიან. ცოტა ხნის წინ, საკმაოდ სოლიდურ ფასად გაიყიდა ფრედი მერკურის ორი ხელნაწერი, რომელიც კანადელმა მელომანმა შეიძინა.
რაც შეეხება ბობ დილანის ხელნაწერს, გამოცემის ცნობით, ტექსტი ბლოკნოტიდან ამოხეულ ფურცელზეა დაწერილი, ტექსტის ბოლოს კი ავტორს საკუთარი ხელმოწერა აქვს დაფიქსირებული. სიმღერა „The times are A-Changing“ დილანის მესამე ალბომში შევიდა და გასული საუკუნის 60–იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საპროტესტო სიმღერა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონზე კიდევ ერთი პოპულარული სიმღერის ტექსტის ორიგინალი გაიყიდა. ჯონ ლენონის “I`m only sleeping“ ტექსტის ორიგინალი, რომლის საწყისი ფასი, 100 ათასი ფუნტი იყო, ინგლისში 350 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.