მესიმ საჯარიმოების წარმატებით შესრულების საიდუმლო გაამხილა

მესიმ საჯარიმოების წარმატებით შესრულების საიდუმლო გაამხილა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი საჯარიმოების შესრულებაში გამორჩეულია და არგენტინელმა განვითარება ამ მხრივ განსაკუთრებით ბოლო წლებში მოახერხა.

ლეომ საჯარიმოების დიდებულად შესრულების შესახებ ისაუბრა:

„ბოლო დროს მე ვაკვირდებოდი მეკარის მოძრაობებს, დგამს თუ არა ნაბიჯს, როგორ დგას ცოცხალი კედელი. დიახ, ახლა უფრო მეტს ვსწავლობ და შევცვალე დარტყმის გზა“, - თქვა მესიმ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მესის ლა ლიგაში 5 ჯარიმა აქვს გატანილი და ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.