ამერიკელმა მაიკლ როზენბროკმა შობის წინ ლატარიაში 250 000 დოლარი მოიგო. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, როზენბორკი მაღაზიაში საშობაო სადილისთვის საჭირო პროდუქტების საყიდლად წავიდა, რადგან წელს მთელ თავის ოჯახს მასპინძლობდა. მაღაზიიდან გასვლისას მან ლატარია North Carolina Education Lottery-ს ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა.
სახლში მისვლისას კაცმა ბილეთი გადაფხიკა და აღმოაჩინა, რომ ვერაფერი მოიგო. მაშინ მან ბილეთის ნომრის სახელმწიფო ლატარეის ე.წ. „მეორე შანსის“ გათამაშებაში შეყვანა გადაწყვიტა. ამჯერად მისმა 5 დოლარიანმა ბილეთმა $250 000 მოაგებინა.
როზენბროკმა მოგება გაანაღდა და გადასახდების შემდეგ მისმა მოგებამ $176 876 დოლარი შეადგინა.