შტუტგარტის ზოოპარკის ბინადრებმა საშობაო საჩუქრები მიიღეს

შტუტგარტის ზოოპარკის ბინადრებმა საშობაო საჩუქრები მიიღეს

გერმანიაში, შტუტგარტის ზოოპარკში მცხოვრებ ცხოველებს საშობაოდ საჩუქრები დაურიგეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გაზეთებში სადღესასწაულოდ შეფუთული 106 საჩუქარი ზოოპარკ „ვილჰელმაში“ მცხოვრებ მაიმუნებს მიართვეს. საჩუქრებს შორის იყო პოპკორნი, ქიშმიში და ვაშლის რგოლები.

ზოოპარკის ადმინისტრაცია ასეთ აქციას პირველად არ ატარებს. მათი თქმით, შეფუთული საჩუქრების გახსნისას ცხოველები ძალიან ერთობიან.