კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი პორტალ Reddit-ის Secret Santa-ს გათამაშებას შეუერთდა და ამერიკელ ქალს უამრავი საჩუქარი გაუგზავნა, რომელთა საერთო წონამ 37 კილოგრამი შეადგინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გეიტსი Reddit-ის გათამაშებაში ყოველ წელს მონაწილეობს. ამჯერად მისი ადრესატი მიჩიგანის შტატში მცხოვრები 33 წლის ქალი გახდა, რომელსაც შელბი ჰქვია.
მილიარდერმა საჩუქრები ქალის ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩია. შელბის საყვარელი წიგნი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბია“, ამიტომ გეითსმა მას ამ ლიტერატურული შედევრის ხელნაწერი აჩუქა. მან ქალის დედის სახსოვრად ფული ამერიკის კარდიოლოგიურ ასოციაციაში გადარიცხა. ამის გარდა, შელბიმ კონსტრუქტორ Lეგო-ს ნაკრებები მიიღო, თავისი საყვარელი ფილმების მოტივებზე: „ვარსკვლავური ომები“ და „ჰარი პოტერი“.