ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი შემოქმედებით პაუზას იღებს. ამის შესახებ მან თაყვანისმცემლებს Instagram-ზე გამოქვეყნებული განცხადების მეშვეობით აცნობა.
„2017 წლიდან შეუსვენებლად ვმუშაობ. ახლა პაუზას ავიღებ, იმისთვის რომ ვწერო, ვიმოგზაურო და ვიკითხო. სოციალურ ქსელებში მანამ არ გამოვჩნდები, სანამ ჩემი დაბრუნების დრო არ მოვა“, - დაწერა მუსიკოსმა.
ედ შირანი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული შემსრულებელია. ის 4 „გრემის“ მფლობელია. 2017 წელს შირანი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა.