„ფორმულა 1“-ის 7-გზის გერმანელი ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ცოლმა გულშემატკივრებს მიმართა. ამის შესახებ News.com.au წერს.
„მნიშვნელოვანი ამბები პატარა ქმედებების წყალობით ხდება. ბევრ პატარა დეტალს შეუძლია მოზაიკა შექმნას. ერთად ჩვენ ძალა ვართ. ჩვენი მოძრაობა KeepFighting (გააგრძელე ბრძოლა) დანარჩენებს შთააგონებს"- განაცხადა კორინა შუმახერმა.
13 ნოემბერს გერმანელი სპორტსმენის მენეჯერმა ვილი ვებერმა განაცხადა, რომ შუმახერის ცოლი მას თავის კლიენტთან შეხვედრის უფლებას არ აძლევს.
ლეგენდარული მრბოლელი 2013 წელს ფრანგულ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო.