მოდით, გავიხსენოთ რამდენ ფილმში გვხვდება სცენა, სადაც მთავარ ან ეპიზოდურ როლში სამკაულია, თუმცა სწორედ ის სცენა იძენს ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი და გადამწყვეტი მომენტის სტატუსს. მაგალითად, ლამაზმანი (ყველას გვახსოვს ხომ, ულამაზესი ყელსაბამის სცენა?) ლეგენდარული და ყველასთვის უკვე მივიწყებული "ტიტანიკი", სადაც "ოკეანის გულად" წოდებულმა ყელსაბამმა ისტორიას არა მხოლოდ გაუძლო, არამედ მთელი ისტორია თავიდან მოჰყვა. ან თუნდაც "გოგონა მარგალიტის საყურით" რომ ავიღოთ, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ უკვდავყო ერთ ჩვეულებრივი გოგონა იან ვერმეერმა. მსგავსი მაგალითები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია.
ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, ყველა მსგავსი ისტორია თითქოს მაგიურ ძალას იძენს, რადგან ყოველთვის დეკემბრის თვეში სასწაულის განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს, ვიცით, რომ ცვლილებების დროა, ვიწყებთ მომავალი წლის გეგმების შედგენას და სუნთქვაშეკრულნი ველოდებით ახალ წელს.
რა თქმა უნდა, დეკემბერშივე ვიწყებთ საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის, ძვირფასი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევასა და ფიქრს, ვის როგორ გავახარებთ. ვარჩევთ უამრავ ვარიანტს, ვიწყებთ მცირე გამოკვლევას, თუ რა უყვარს, რა გაუხარდება, რამე ხომ არ აქვს ნახსენები ჩვენი საჩუქრის ობიექტს, ხოლო თუ საკუთარ თავს ვურჩევთ საჩუქარს, მაშინ საქმე ოდნავ გვიმარტივდება. მაგალითად გვახსენდება ულამაზესი საყურე ან ყელსაბამი, რომელსაც ზღაპრულად მორთულ მაღაზიაში მოვკარით თვალი და უკვე ვიცით რაც გვინდა.
რატომ მაინცდამაინც სამკაული?
ფასდაუდებელია თითოეული ემოცია, მოგონება და გრძნობა რომელიც სწორად შერჩეულ საიუველირო ნაწარმს მოაქვს. ნატურალური ქვების ძალაზე ცალკე სტატიის დაწერაა შესაძლებელი, თითოეულ მათგანს საკუთარი ძალა და დანიშნულება აქვს, იგივეს თქმა შეიძლება ძვირფას მეტალებზეც. განსაკუთრებული ენერგიის, თავდაჯერებულობის და ბრწყინვალების მომტანია უმაღლესი ხარისხის ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტების საიუველირო ნაწარმი.
საიდან დავიწყო?
რა თქმა უნდა, ბრენდიდან, რომლის სახელიც უკვე ძალიან ნაცნობი, სტაბილური და ხარისხის გარანტია. ასეთი კი თბილისში თითზე ჩამოსათვლელია.
მაგალითად ფრანკო ფონტანა, რომელიც საკუთარ მომხმარებელს უკვე 10 წელზე მეტია ანებივრებს უმაღლესი ხარისხის იტალიური ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტების საიუველირო ნაწარმით. იმ შემთხვევაში კი თუ რაიმე განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებთ 18K Precious Crafts ( 750 სინჯის ოქროს, ბრილიანტებისა და ძვირფასი ქვების საიუველირო მაღაზია) თქვენს გვერდითაა. თქვენი განწყობის ამაღლებას საახალწლოდ ჯადოსნურად მორთული მაღაზიები, უმაღლესი ხარისხის საიუველირო ნაწარმი და საუკეთესო მომსახურე პერსონალი შეუწყობს ხელს. ამ ყველაფერთან ერთად კი ფრანკო ფონტანა პირველი დეკემბრიდან ძირითად მოდელებზე 35%, შერჩეულ კოლექციაზე კი 50% ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს. 18 კარატში კი 35% ფასდაკლებას მიიღებთ.
ნუ გადადებთ საკუთარი თავისა თუ საყვარელი ადამიანების გახარებას. საახალწლოდ საუკეთესო საჩუქარი გულწრფელი სიხარულია.
აქციეთ საჩუქრის გადაცემის მომენტი ფილმის უკვდავ კადრად. მოიწყვეთ დაუვიწყარი ახალი წელი როგორც თქვენთვის, ასევე თქვენთვის საყვარელი ადმიანებისთვის!