კანადის და აშშ-ის გაერთიანებული სახმელეთო ჯარების (NORAD) ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო 64-ე მოგზაურობა დაასრულა და 7,5 მილიარდზე მეტი ადამიანი საჩუქრებით გაახარა.
„სანტა დაბრუნდა სახლში, ჩრდილოეთ პოლუსზე. მომავალ წელს შევხვდებით“, - აცხადებენ NORAD-ის Twitter-ზე. საიტის ინფორმაციით, წელს სანტამ პლანეტის მცხოვრებლებს 7 574 576 003 საჩუქარი დაურიგა.
„სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსის რეზიდენციიდან 24 დეკემბერს 12:30 საათზე გამოფრინდა. ის იჯდა ციგაზე, რომელშიც 9 ირემი იყო შებმული“, - წერენ საიტზე.
პროექტი NORAD-ი სანტას მოგზაურობას 1955 წლიდან აკვირდება. ტრადიციის თანახმად სანტა პლანეტის გარშემო მოგზაურობს და საჩუქრებს არიგებს.