კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ საშობაოდ ახალი საოჯახო ფოტო გამოაქვეყნეს, რომლის ავტორიც ქეით მიდლტონია.
ფოტოზე პრინცი უილიამი უმცროს ვაჟს პრინც ლუის კოცნის, იქვე დგას პრინცესა შარლოტა და პრინცი ჯორჯი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს აქვს წარწერა "ბედნიერი შობა".
კენსინგტონის სასახლე ქეით მიდლტონის მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მათი შვილებისთვის მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს, ხშირად აქვეყნებს. ჰერცოგინიამ ამის ტრადიცია 2015 წელს დაიწყო, როდესაც პირველად გააკეთა პრინცესა შარლოტას პორტრეტების სერია.