კანადელი რეპერი Bvlly 24 წლისა მოკლეს. შემთხვევა 24 დეკემბრის გამთენიისას ოშავაში მოხდა. ადგილობრივი ტელეარხის CP24-ის ცნობით, იყო სროლის ხმა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ახალგაზრდა შემსრულებელი მოკლული დახვდა.
ამ მომენტისთვის პოლიციას ეჭვმიტანილი არ ჰყავს. Bvlly 2018 წელს სადებიუტო სინგლით No Light Bag წარდგა მსმენელის წინაშე, სექტემბერში კი მისი პირველი მუსიკალური ალბომი Made In Austria გამოვიდა.
სამი კვირის წინ რეპერმა გამოაქვეყნა მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელიც მაკ დიზლისთან ერთად ჩაწერა.