ნორვეგიის პრინცესის, მარტა ლუიზას ყოფილმა ქმარმა, ცნობილმა მწერლმა და მხატვარმა არი ბენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-ი წერს.
მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს მეფე ჰერალდმა და დედოფალმა სონიამ. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერმა ერნა სოლბერგმაც.
მარტა ლუიზა და არი ბენი ერთმანეთს 2016 წელს, 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ქორწინებიდან მათ 3 ქალიშვილი ჰყავთ.