როჯერ ფედერერი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ის გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგის ტოპ-ოცდაათეულში ათასი კვირაა იმყოფება.
საუკეთესო ოცდაათ ჩოგბურთელს შორის შვეიცარიელმა 2000 წლის ოქტომბერში დაიმკვიდრა ადგილი და მას შემდეგ ამის ქვემოთ არ ჩამოსულა.
2019 წელს ფედერერმა ოთხი ტურნირი, ჰალეს, ბაზელის, დუბაის და მაიამის პრესტიჟული გათამაშება მოიგო, კარიერის მანძილზე კი 103 ტურნირის გამარჯვებულია.