გამოცემა „Rolling Stone”-ს ცნობით, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ქალაქ ნიუ - იორკის „Madison Square Garden”-ის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ამ ღონისძიების ჩატარებიდან შემოსული მთლიანი თანხა ქარიშხალი „სენდისგან“ დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემა.
ამ საქველმოქმედო კონცერტის დასახელებაა „12-12-12 (A Concert for Sandy Relief)”.
მასში მონაწილეობას მიიღებენ სერ პოლ მაკარტნი, ჯონ ბონ ჯოვი, ბილი ჯოელი, ბრიუს სპრინგსტინი, როჯერ უოტერსი, კენი უესტი და ჯგუფი „The Who”.