სამეფო ოჯახი შობის დღესასწაულზე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, ამჯერად საქმე დედოფლისა და პრინცი ჰარის ოჯახს შორის არსებულ შესაძლო უკმაყოფილებას ეხება, რამაც ყველა აალაპარაკა. საქმე იმაშია, რომ 25 დეკემბერს, ტრადიციულად, დედოფლის მილოცვა ქვეყნდება, რომელშიც რატომღაც მეგან მარკლი, არჩი და პრინცი ჰარი არ ფიგურირებენ.
უფრო კონკრეტულად კი, ჩაწერიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დედოფლის მაგიდაზე მეგანის, არჩისა და ჰარის 2019 წლის საშობაო მისალოცისთვის განკუთვნილი ოჯახური პორტრეტი არ ჩანს მაშინ, როცა ყველა დანარჩენი ადგილზეა, მათ შორის ქეითისა და უილიამისაც.
საზოგადოებამ, ბუნებრივია, ეს ფაქტი მეგანისა და ჰარის მიერ შობის სამეფო ოჯახთან ერთად გატარებას დაუკავშირეს, ისინი ამჟამად კანადაში იმყოფებიან, ჰერცოგინიის დედასთან - დორია რეგლანდთან ერთად, შესაბამისად, თუ გასულ წელს მათ შესაბამისი ადგილი ეჭირათ დედოფლის სამუშაო გარემოში, არჩის პირველი შობის ამსახველი კადრი ამ ყველაფერს გამოაკლდა.