აშშ-ში, კოლორადოს შტატში, შობამდე ორი დღით ადრე კაცმა ბანკი გაძარცვა და ფული ხალხს დაურიგა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასაკოვანი თეთრწვერიანი კაცი ძარცვის შემდეგ შენობიდან გამოვიდა, ფულს ტომრიდან იღებდა, ჰაერში აგდებდა და გამვლელებს შობას ულოცავდა. ამის შემდეგ კაცი ახლომდებარე ყავის მაღაზიის წინ დაჯდა და პოლიციის მოსვლას დაელოდა.
გამვლელებმა მის მიერ მოპარული ფული ტროტუარიდან ააგროვეს და ბანკში დააბრუნეს. მოგვიანებით პოლიციამ მძარცველის ვინაობა გაასაჯაროვა. ის 65 წლის დევიდ უეინ ოლივერი აღმოჩნდა.