გერმანელმა კაცმა ფლი მარკეტზე ნაყიდ კედლის საათში 50 000 მარკა იპოვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ქალაქ აურიხში მოხდა. კაცმა ფული სახლში მისვლისას აღმოაჩინა. მან თანხა დაკარგული ნივთების ადგილობრივ ბიუროში მიიტანა. კანონით დადგენილი 6 თვის შემდეგ, როცა ფულს არავინ მოაკითხა, თანხა მპოვნელს დაუბრუნდა.
გერმანიაში მარკების გამოყენება 2001 წელს შეწყვიტეს, როცა ქვეყნის ოფიციალური ვალუტა ევრო გახდა. ამის მიუხედავად, ეროვნულ ბანკში მარკების ევროზე გადაცვლა დღესაც შეიძლება. ერთი ევრო 1.95583 მარკა ღირს. განძის მპოვნელი სწორედ ასე მოიქცა. მას 25 500 ევრო ხვდა წილად.