კანადელმა პოპვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა თაყვანისმცემლებს საშობაო სიურპრიზი გაუკეთა და თქვა, რომ 2020 წელს დაუბრუნდება მუსიკალურ შემოქმედებას. ბიბერმა სოციალურ ქსელში ვიდეოთიზერიც გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მომღერლის თქმით, უკვე 2020 წლის სამ იანვარს ის ახალ სიმღერას, სახელწოდებით Yummy-ს გამოაქვეყნებს. სიმღერა მისი მეხუთე ალბომის სადებიუტო ნამუშევარი იქნება. ასევე დაგეგმილი აქვს მუსიკალური ტურნეც.
ჯასტინ ბიბერმა ასევე თქვა, რომ ის ახალ სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალში გამოჩნდება.
ჯასტინ ბიბერმა მუსიკალური პაუზა 2017 წელს აიღო.