„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე France Football-ის ვერსიით საფრანგეთის 2019 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ კილიანმა აღნიშნული პრიზი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
„დიდი სიამაყეა, რომ ზედიზედ მეორედ შევძელი ამ ჯილდოს მოგება. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის“, - დაწერა 21 წლის ფრანგმა ტვიტერში.
მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.