თუკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ზალცბურგის“ თავდამსხმელი, ერლინ ჰოლანდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა, მისი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - წერს The Sun.
გამოცემის ინფორმაციით, „მანჩესტერში“ გადასვლის შემთხვევაში, კვირაში მისი ანაზღაურება 230 ათასი ევრო იქნება. ამჟამდ, მისი ჯამაგირი 23 ათასია კვირაში. ასევე ჰოლანდი ბონუსებსაც მიიღებს, თუკი სულშერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება, ან რომელიმე პრიზს მოიგებს.
ჰოლანდის გადაბირება „ლაიპციგსაც“ სურს, მაგრამ გერმანელები იმასაც ხვდებიან, რომ „მანჩესტერთან“ კონკურენცია ძალიან გაუჭირდებათ.
მომდინარე სზონში, ყველა ტურნირში, ჰოლანდმა 22 შეხვედრაში 28 ბურთი გაიტანა.