„ევერტონის“ ახალი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ გამორიცხავს, რომ კლუბში შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი განხორციელდეს. ამის შესახებ Express.co.uk-ი წერს.
იტალიელმა სპეციალისტმა ბრიტანული კლუბის მწვრთნელის სტატუსით გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის უცნობია, რას გეგმავს იბრაჰიმოვიჩი ამერიკის დატოვების შემდეგ.
„ზლატანი ჩემი მეგობარია. ის კარგი ფეხბურთელია. არ ვიცი, რას აპირებს, თუმცა შეიძლება, დავუკავშირდე“, - განაცხადა ანჩელოტიმ.
კარლო ანჩელოტი „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
იბრაჰიმოვიჩმა LA Galaxy ნოემბერში დატოვა.
კარიერის განმავლობაში ზლატან იბრაჰიომიჩი 11-ჯერ დასახელდა შვედეთში წლის ფეხბურთელად. ქვეყნის ნაკრების შემადგნლობაში მან 116 მატჩი ჩაატარა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდიარდ მიიჩნევა.