გავრცელდა ინფორმაცია, რომ საახალწლოდ ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი საზოგადოებას "სიმართლეს ეტყვიან."
როგორც გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ენისტონმა საშობაო წვეულება გამართა, 50 წლის მსახიობმა საკუთარ სახლში რამდენიმე ვარსკვლავი დაპატიჟა, მათ შორის ერთ-ერთი მისი ყოფილი მეუღლე ბრედ პიტი იყო, მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენიფერი და ბრედი ბოლო პერიოდში დროს ერთად ხშირად ატარებდნენ და მათი ურთიერთობის აღდგენის შანსი ძალიან დიდი იყო, თუმცა ვარსკვლავებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
GossipCop ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა წყვილს გეგმაში ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე გადასვლა ჰქონდეს, რამდენიმე ტაბლოიდმა ბრედის და ჯენიფერის შესაძლო მოსალოდნელი ქორწილი ახსენა. რის საფუძველზე გავრცელდა არსებული ინფორმაცია უცნობია, თუმცა, წყვილის ურთიერთობის გაუმჯობესება და "ფარული" პაემნები, რომლებიც ბოლო პერიოდში გახშირდა უკვე არაერთმა გამოცემამ დაადასტურა.