რუსეთში, ჩელიაბინსკის ქალაქ ზლატოუსტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმმა მოსწავლეებს დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლის მეთოდები აჩვენა. ვიდეო ადგილობრივი ტელევიზიის YouTube-გვერდზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი წაიშალა.
ვიდეოზე ჩანს, რომ ფარებით და ხელკეტებით შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა სკოლის მოსწავლეებს დემონსტრანტების ცემისა და თავის დაცვის წესები გააცნეს.
მოსწავლეთა მშობლები ღონისძიებას არ ესწრებოდნენ და მომხდარის შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან გაიგეს.