ჩინელი მსახიობი ჯეკი ჩანი ფილმში ორმხრივი სროლის სცენის გადაღებისას კინაღამ დაიღუპა. მომხდარი ინციდენტის შესახებ მან გამოცემა The Straits Times-თან ილაპარაკა.
მსახიობმა თქვა, რომ ფილმ „ავანგარდის“ გადაღებისას, სროლის სცენის შემდეგ წყალში გადახტა და სიღრმეში ქვის ქვეშ გაიჭედა. როდესაც ის წყლის ზედაპირზე არ გამოჩნდა, მასთან საშველად კოლეგები მივიდნენ და წყლიდან ამოიყვანეს.
ჯეკი ჩანის თქმით, ის პანიკაში არ ჩავარდა, თუმცა იგრძნო რეალური საფრთხე, როცა სხეულის გათავისუფლება ვერ შეძლო. ფილმის რეჟისორმა სტენლი ტოიგამ ინციდენტის გამო გადაღების შეჩერება გადაწყვიტა, თუმცა ჩანმა უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა.