Forbes-მა ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებლები გამოავლინა

Forbes-მა ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებლები გამოავლინა

ჟურნალმა Forbes ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებლების ათეული დაასახელა.

გამოცემის რეიტინგში ისეთი პოპულარული ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან: ტეილორ სვიფტი ($ 825 მილიონი) და ბიონსე ($685). თუმცა პირველი ადგილი Dr. Dre-მ დაიკავა. საინტერესოა, რომ რეპერმა ბოლო ალბომი 2015 წელს გამოუშვა. მისი შემოსავლის მთავარი წყარო კი ყურსასმენების მწარმოებელი Beats-ია, რომელშიც მუსიკოსი 20%-იან წილს ფლობს. 2010-2019 წლებში Dre-ს შემოსავალმა $950 მილიონი დოლარი შეადგინა.

Forbes-ი აღნიშნავს, რომ რეიტინგში მხოლოდ ცოცხალი მუსიკოსები მოხვდნენ. ჟურნალის ინფორმაციით, გარდაცვლილი ვარსკვლავების შემოსავლების გათვალისწინებით, ათეულის ლიდერი მაიკლ ჯექსონი იქნებოდა, რომლის შემოსავალმაც 10 წლის განმავლობაში $2.37 მილიარდი დოლარი შეადგინა.