საფრანგეთში მე-13 საუკუნის ციხე-დარბაზ შატო დე ვიბრაკს 55 დოლარად ყიდიან. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მყიდველთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. თითოეული მათგანი ციხე-დარბაზში ნებისმიერ დროს თავისუფლად შესვლას შეძლებს, ბაღში კი მისი სახელობის ნაკვეთი იქნება. პროექტს საფრანგეთის მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდი და არაკომერციული სარესტავრაციო ასოციაცია Adopte un chateau-ს ახორციელებენ. ინიციატივის მიზანი დანგრეული და მიტოვებული ციხე-დარბაზების აღდგენაა.
ამ ეტაპზე ციხე-დარბაზს უკვე 1700 მფლობელი ჰყავს 45 ქვეყნიდან. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ძეგლის აღსადგენად 1 240 000 ევროს შეაგროვებენ.
შატო დე ვიბრაკი უკვე მესამე ციხე-დარბაზია, რომელზეც ორგანიზაციები მუშაობენ.