როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლო საჩუქარი ?

როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლო საჩუქარი ?

კვლევა აჩვენებს, რომ წარუმატებელმა საჩუქარმა შესაძლოა ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს. მოდის შობა-ახალი წელი და ისევ ვიწყებთ ფიქრს "რა ვაჩუქოთ ჩვენთვის ძვირფასს ადამიანებს?" ისევ გვიწევს უამრავ ალტერნატივას შორის გადაწყვეტილების მიღება. დიდ ბრიტანეთში საშუალოდ ოჯახი საჩუქრებზე 500 ფუნტ სტერლინგს ხარჯავს, დაახლოებით ამდენივეს ხარჯავს საშუალო სტატისტიკური ამერიკული ოჯახიც (650 დოლარი).  როგორ შევარჩიოთ საჩუქარი ისე, რომ ის მოსაწონი იყოს? რამდენიმე რჩევა BBC-სგან.

არ იღელვოთ საჩუქრის ფასზე - კვლევით დასტურდება, რომ ძვირადღირებული საჩუქარი სულაც არ განსაზღვრავს მისგან გამოწვეულ სიხარულს, რომელსაც ის ადამიანი იღებს, რომელსაც ვჩუქნით. მთავარია თავად საჩუქარი და არა მისი ფასი.

განსაზღვრეთ თქვენი საჩუქრის გრძელვადიანი პერსპექტივა - მნიშვნელოვანია, რომ საჩუქრის შერჩევის დროს არა მხოლოდ ჩუქების პროცესსა და ადამიანის გახარებაზე ვიფიქროთ, არამედ განვსაზღვროთ, რამდენად შეიძლება ის გამოსადეგი იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

დაივიწყეთ ორიგინალურობა და უნიკალურობა - კვლევებით ნაჩვენებია, რომ საჩუქრის არჩევის დროს ჩვენ ადამიანის ერთ კონკრეტულ ჩვევაზე, თვისებაზე, ხასიათის შტრიხზე ვკონცეტრირდებით ხოლმე. მაგრამ ასეთ ჰიპერსპეციფიკას იქამდე მივყავართ, რომ უგულებელყოფთ სურვილებისა და საჭიროებების სხვა ასპექტებს, საბოლოოდ კი არასაჭირო ნივთს ვყიდულობთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სულაც არ არის აუცილებელი ახლობლებს განსხვავებული საჩუქრები ვაჩუქოთ, ნუ იფიქრებთ რომ ერთნაირი საჩუქრის არჩევით თქვენ ინდივიდუალურობას ვერ წარმოაჩენთ.

იყიდეთ საჩუქარი საერთო ინტერესების გათვალისწინებით - ფსიქოლოგები გვირჩევენ, საჩუქრის შერჩევამდე დავფიქრდეთ რა გვაქვს საერთო იმ ადამიანთან, ვისთვისაც მას ვარჩევთ. გაცილებით გვიადვილდება ჩვენი თავისთვის რაღაცების არჩევა, შესაძლოა სწორედ ეს დაგვეხმაროს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის საჩუქრის ყიდვაში. ასევე დაფიქრდით რა სახის გამოცდილება შეიძლება აჩუქოთ, მაგალითად კულინარიის კურსები ან რამე სხვა შემსწავლელი კურსი.

ჰკითხეთ, რას ისურვებდა - თუ თქვენ ცოტა რამ გაქვთ საერთო, მაშინ გირჩევთ, რომ პირდაპირ ჰკითხოთ მას რა სურს, ან აარჩიოს თქვენს მიერ დაწერილი სიიდან რამე. კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები გაცილებით კმაყოფილები და ბედნიერები არიან იმ საჩუქრებით, რომელსაც თავად ირჩევენ.

არ იფიქროთ საჩუქრის შერჩევაზე დიდ ხანს - ბოლოს და ბოლოს არ დახარჯოთ დიდი ძალისხმევა შერჩევის პროცესზე. რეალურად, ძალიან ცუდი საჩუქრები იშვიათობაა. ადამიანი, რომელსაც საჩუქარს სჩუქნით, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება თქვენით მადლიერი და კმაყოფილი.