იტალიელი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
კლუბის პრეზიდენტმა, როკო კომისომ ასეთი გადაწყვეტილება 20 დეკემბერს, „არტემიო ფრანკიზე“ „რომასთან“ მარცხის (1:4) შემდეგ მიიღო.
17 ტურის შემდეგ 17 ქულით „ფიორენტინა“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზე იმყოფება, გასავარდნი ზონისგან კი მას მხოლოდ 4 ქულა აშორებს.
„იების” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მონტელას შემცვლელის ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა.