ფრანგი მსახიობი და მოდელი კლოდინ ოჟე პარიზში 79 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.
1958 წელს კლოდინ ოჟემ „მის საფრანგეთის“ ტიტული მოიპოვა და თავისი ქვეყანა სილამაზის კონკურს „მის მსოფლიოზე“ წარადგინა. 1965 წელს ოჟემ ფილმში „სფერული ელვა“ ჯეიმს ბონდის მეგობარი ქალის როლი შეასრულა. ფილმში მისი მეწყვილე ბრიტანელი მსახიობი შონ კონერი იყო.
საერთო ჯამში ოჟე 79 ფილმსა და ტელესერიალში გადაიღეს.