როკ-მუსიკოსი იგი პოპი 2020 წელს ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის „გრემს“ მიიღებს

როკ-მუსიკოსი იგი პოპი 2020 წელს ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის „გრემს“ მიიღებს

ამერიკელი როკ-მუსიკოსი და მსახიობი იგი პოპი „გრემს“ ( ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო) 2020 წელს ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს, ამის შესახებ ამის შესახებ გამოცემა NME წერს.

გამოცემის ცნობით „გრემს“ მიიღებს ჰიპ-ჰოპის ჯგუფი Public Enemy და როკ-ჯგუფი Chicago. ასევე სოულის მომღერალი რობერტა ფლეკი, რიტმ-ენდ-ბლუზის მუსიკოსი და კომპოზიტორი აიზეკ ჰეიზი. ასევე კომპოზიტორი როზეტა ტარპი.

მუსიკოსების დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 18 აპრილს კალიფორნიაში გაიმართება.