ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი ბიზნესგამოცემა Forbes-ის ვერსიით 2019 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი იყო.
ის 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების სიაში ლიდერია. მიმდინარე წელს მან $92 მილიონის შემოსავალი მიიღო. გამოცემის ცნობით, მწერალი ძირითად შემოსავალს „ჰარი პოტერის“ გაყიდვებიდან აღარ იღებს, არამედ თემატური პარკებიდან და თეატრალური წარმოდგენებიდან.
სიაში მეორე ადგილზეა 2018 წლის გამარჯვებული ჯაიმს პატერსონი, რომლის შემოსავალმაც $70 მილიონი შეადგინა. 2018 წელს წიგნი „პრეზიდენტი დაიკარგა“ ბესტსელერი გახდა.
ლიდერთა სამეულს კრავს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა $36 მილიონის შემოსავლით. მისმა მემუარები „Bეცომინგ, ჩემი ისტორია“ 10 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 2018 წლის ბესტსელერი გახდა.