იოზილი „ფენერბაჰჩეში“ გადასვლასთან ახლოსაა

იოზილი „ფენერბაჰჩეში“ გადასვლასთან ახლოსაა

ლონდონის „არსენალის“ 31 წლის ნახევარმცველი, მესუთ იოზილი, დიდი ალბათობით, კარიერას თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. ის სტამბოლურ კლუბში იჯარის წესით გადავა - გვამცნობს Fotomac.

„ფენერის“ სპორტული დირექტორი, დამიენ კომოლი, რომელსაც ადრე „ლივერპულში“ და „ტოტენჰემში“ უმუშავია, ახლა ლონდონში იმყოფება და მოლაპარაკებას მართავს „მეთოფეების“ ხელმძღვანელობასთან. იოზილის კონტრაქტს ხელი, შესაძლოა, ამ კვირის ბოლომდე მოაწერონ.

იოზილი „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნიში 11 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.