ქეით მიდლტონის ხელმისაწვდომი კაბა მისი გამოჩენიდან ერთ დღეში ბრენდის მარაგში ამოიწურა!

ქეით მიდლტონის ხელმისაწვდომი კაბა მისი გამოჩენიდან ერთ დღეში ბრენდის მარაგში ამოიწურა!

19 დეკემბერს ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა თავიანთი საშობაო მისალოცი წარმოადგინეს. მისალოცს, რა თქმა უნდა, ტრადიციულად თან ერთვის ოჯახის ფოტო, რომელზეც ბედნიერი მშობლები უკვე მეორე წელია ყველაზე უმცროს პრინცთან - ლუისთან ერთად ფიგურირებენ. ოჯახური იდილიის გარდა, კადრი, რომელიც ერთგვარ ვინტაჟური ფილტრით გამოირჩევა, კიდევ ერთი მიზეზით გახდა საინტერესო და ეს ქეით მიდლტონის იმიჯია.

როგორც ირკვევა, Aurora Midi Wrap Dress-ის ორიგინალი ღირებულება 180 დოლარი გახლდათ, თუმცა წინასაშობაოდ მისმა ფასმა 90 დოლარამდე დაიკლო.

რა თქმა უნდა, ქეითი ყოველთვის ახდენს გავლენას ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა თუ მოდურ ტენდენციებზე, სწორედ ამიტომ, ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ფოტოს გამოქვეყნებიდან ერთ დღეში აღნიშნული კაბის მარაგი სრულიად ამოიწურა.