გამოცემა The Guardian-ის კინოკრიტიკოსებმა 2019 წლის საუკეთესო სერიალები დაასახელეს. რეიტინგის ლიდერი კომედიური დრამა „მემკვიდრეობა“ გახდა.
ტელეარხ HBO-ს მიერ გადაღებული სერიალის პირველი სეზონი 2018 წელს, მეორე კი 2019 წელს გამოვიდა. ეს არის დრამა უფუნქციოდ დარჩენილი დინასტიის შესახებ. ლოგან როი და თავისი შვილები აკონტროლებენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მედიაკორპორაციას. ოჯახის წევრებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, რას უმზადებთ მათ მომავალი, მას შემდეგ, რაც მათი ასაკში შესული მამა კომპანიაში პოზიციებს თმობს. მთავარ როლებს ნიკოლას ბრაუნი, ბრაიან კოქსი, კირან კალკინი, პიტერ ფრიდმანი და ჰიამ აბასი ასრულებენ.
რეიტინგის მეორე ადგილზეა სერიალი „ფლიბეგი“, რომლის მეორე სეზონიც 2019 წელს გამოვიდა. მესამე ადგილი „HBO“-ს „ჩერნობილს“ ერგო.