კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა ჩოგბურთელ სერენა უილიამსთან ერთან ერთად ივარჯიშა. ვიდეო ტაისონის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
ვიდეოს აღწერაში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვარაუდობს, რომ არავის ენდომება უილიამსთან დაპირისპირება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტაისონი ცნობილ ადამიანებს ავარჯიშებს. ნოემბერში მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც შერეული სტილის მებრძოლს ფრენსის ნგანუს ასწავლის ილეთებს.