„ქართული ოცნება“ ამაყობს, რომ სწორედ მათ დროს შემუშავდა „ბავშვთა კოდექსი“, რაც იმით იყო განპირობებული, რომ „ნაციონალების“ დროს სახელმწიფოს არ ჰქონდა მიდგომა ბავშვებთან დაკავშირებით. „ოცნებისთვის“ საამაყო „ბავშვთა კოდექსის“ შემუშავების მიუხედავად, ეს კოდექსი ჯერჯერობით არ მუშაობს და, რომ ამუშავებულიყო, ლუკა სირაძის ბედი შესაძლოა, სხვაგვარად წარმართულიყო.
სოფო კილაძის თქმით, როცა ბავშვი წერს სიტყვებს: „ამ ცხოვრების დედაც“, ეს ნიშნავს, რომ მას რაღაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს უნდა ჩაერთოს მთელი სისტემა, პირველ რიგში, მშობელი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ბავშვის პედაგოგი. მათ უნდა მოითათბირონ, რა გეგმა დასახონ მოზარდთან მიმართებით. სწორედ ამას გულისხმობს მულტიდისციპლინური მიდგომა და ეს მიდგომა, საჭიროების შემთხვევაში, საქმეში სამართალდამცავის ჩართვასაც არ გამორიცხავს, ოღონდ სამართალდამცავი აუცილებლად გადამზადებული უნდა იყოს. სამართალდამცავებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაკითხონ ბავშვი, რათა მისმა ფსიქიკამ ზიანი არ მიიღოს, რადგან პოლიციაში გამოკითხვისას ბავშვს სხვაგვარი გარემო სჭირდება. თუ თემა სასამართლოში გადაინაცვლებს, იქაც ბავშვს უნდა დახვდეს გადამზადებული მოსამართლე, რომელმაც იცის მოზარდთან მიდგომა.
აარიდებს თუ არა „ბავშვთა კოდექსი“ ჩვენს მომავალ თაობას სუიციდის სურვილს, ამას მას შემდეგ შევიტყობთ, რაც აღნიშნული კოდექსი ძალაში შევა. მანამდე 15 წლის მოზარდის ტრაგედიის შესახებ For.ge განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილის მოსაზრებით დაინტერესდა.
მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, ლუკა სირაძის მსგავსი ტრაგედიები სათავეს ზოგადი განათლების შესახებ ცუდი კანონიდან იღებს. მისი თქმით, იგი წლების განმავლობაში იმეორებდა, რომ ეს კანონი ანტიადამიანური იყო და ბავშვს ტრაგიკულ შედეგამდე მიიყვანდა. ეს გახლავთ აბსოლუტურად გაუწონასწორებელი კანონი, რომელიც არ მოიცავს აღმზრდელობით სისტემასა და სკოლათმცოდნეობის მართვის მეცნიერულ პრინციპებს. არადა, სკოლათმცოდნეობა არსებობს და იგი მეცნიერებას ეფუძნება, ეს კანონი კი არც პრაქტიკული ფსიქოლოგიის საკითხებს მოიცავს, არც მეცნიერული ფსიქოლოგიაა მასში ჩადებული.
„მე არ ვიცი, ადევნებდით თუ არა თვალს წლების წინ მომხდარ ფაქტს, როცა პატრიარქი თავად მივიდა განათლების სამინისტროში, კახა ლომაიას დროს, და ითხოვა, გაეთვალისწინებინათ ეს საკითხები, მაგრამ არ გაითვალისწინეს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ გააჩნია განათლების სისტემის მართვის სტრუქტურა, ანუ სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს. წესით, უნდა კონტროლდებოდეს სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის ფსიქიკა ზიანდება, აღზრდა და სწავლება არ მიმდინარეობს, აბსოლუტური ქაოსი და განუკითხაობაა განათლების სფეროში“.
რაც შეეხება „მწვანე სკოლის“ დირექციის მისამართით გაჩენილ შეკითხვებს, თუ რატომ გამოიძახეს მათ პატრული, როცა ისედაც ნათელი იყო, რომ ამ წარწერების ავტორი მოზარდი უნდა ყოფილიყო, მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ „მწვანე სკოლის“ დირექცია და კერძოდ, კახა დავითური ისეთივე მსხვერპლია, როგორც სხვები. მანანა ნიკოლაიშვილის მოსაზრებით, კახა დავითური უმაღლესი დონის პროფესიონალი დირექტორია. უბრალოდ, ავტორიტეტებს ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში.
„ყველაფერი „ქართული ოცნების“ ბრალია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა და ზოგადი განათლების შესახებ კანონი არ შეცვალა. მე გახლავართ ერთ-ერთი ავტორი განათლების ახალი პროგრამის, სადაც ჩაწერილი იყო, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა შეეცვალათ. ესენი მოვიდნენ, კანონი არ შეცვალეს და კოაბიტაცია გამოაცხადეს. ასეთ სიტუაციაში ყველანი მსხვერპლნი ვართ: ბავშვებიც, მშობლებიც, მასწავლებლებიც, დირექტორებიც, თქვენ წარმოიდგინეთ, განათლების სამინისტროც ამ ცუდი კანონმდებლობის მხვერპლია და ამის მსხვერპლია თვით მმართველი პარტიაც თავისი უტვინობის გამო.
„ნაცების“ გაკეთებულია ეს კანონი და მათივე მიღებულია, რასაც დღემდე ვიმკით. იმ წერილში, რომელიც ლომაიას მიუტანა პატრიარქმა, ეწერა, სკოლებში შექმენით, ან დააბრუნეთ ფსიქოლოგები და, ასევე, შექმენით მძლავრი ფსიქოლოგიური სამსახური. როგორ გგონიათ, 500-1000 და 3000-ბავშვიან სკოლებს ერთი ფსიქოლოგი ეყოფა? რა თქმა უნდა, „მწვანე სკოლის“ დირექტორი მართალია, მე ვიცნობ ბატონ კახა დავითურს, მას რომ სცოდნოდა, ბავშვი მე-9 სართულიდან გადახტებოდა, სულ რომ გადაეწვა ის სკოლა, არ დარეკავდა პატრულში. ბოლოს და ბოლოს, იმ სკოლას თავიდან ააშენებდნენ, არც ერთი პედაგოგი არ გაწირავდა მოზარდს სასიკვდილოდ“, - მიჩნევს მანანა ნიკოლაიშვილი.
ამასთან, ინტერესდება, რატომ არ გაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ სადისტები სისტემიდან? ვის ხარჯზე გამოაცხადა ივანიშვილმა კოაბიტაცია? ამ საცოდავი ბავშვების და ხალხის ხარჯზე? განათლების ექსპერტის თქმით, აღმზრდელობითი რიტორიკული საუბრებით სახელმწიფო არ იმართება, თანაც, არ იმართება ისეთი სადისტების მიერ, რომლებიც ჩაბუდებულნი არიან შს სამინისტროში და ზოგადად ძალოვან სტრუქტურებში. არც ჯარშია დალაგებული სიტუაცია.
„რატომ მუშაობდა მარიანა ჩოლოიანი ამ სტრუქტურაში? ძალოვანებზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად განათლების სამინისტროსა და განათლების სისტემაში უამრავი ხალხია მოსახსნელი, მაგრამ არაფრით ხსნიან. დათუნა სალარიძის გახმაურებული მკვლელობა რომ მოხდა, მთელი საქართველო ქუჩაში იყო და ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ მაშინ დაუვარდა რეიტინგი, მაგრამ მხოლოდ ახლახანს მოხსნეს 51-ე სკოლის დირექტორი. ეს მაშინ, როცა მკვლელობა სამუშაო საათებში მოხდა, ანუ გაკვეთილები მიმდინარეობდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაკვეთილები საჯარო სკოლებში მაღალ კლასებში 4-ის ნახევარზე მთავდება, მაშინ კითხვა ჩნდება, სად იყო დირექტორი?“
არ არის კატასტროფული მდგომარეობა განათლების სისტემაში, რაც ნაცებმა და სიტყვა "ბავშვის" სწორად ვერდამწერმა განათლების მინისტრმა ლომაიამ საკუთარ ჭკუაზე გადააწყვეს ეს სისტემა?!
რომელ სფეროში გვაქვს კარგი მდგომარეობა?
სტრასბურგის სასამართლოზე, ეჭვმიტანილის წამების ორგანიზებაში გამტყუნებული ნაცების გამომძიებელი ჩოლოიანისთვის რომ ბუზი არავის აუფრენია და არხეინად აგრძელებდა მუშაობას... ვიდრე ეს ბავშვი არ შეიწირა, რაზე მეტყველებს?!
რაზეც მეტყველებს, იმის პასუხს მიიღებენ არჩევნებზე!
შემხვედრი კითხვა: ვინ აიძულა ბიძინა ივანიშვილი წასულიყო კოაბიტაციაზე? იძულება, რომელიც იყო, არის და იქნება. ვერავინ, ვერსადროს, ამ უმსგავსო, სამარცხვინო მდგომარეობას ვერ შეცვლის. ასეთია ჩვენი ბედისწერა.
(ნაწყვეტი)
* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".